ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 13 ივნისი 10:10

საქართველოში დღეს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდინარე ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიო

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge