ვინ არის 25 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამერიკაში გარდაიცვალა

  • primetime.ge
  • 13 ივნისი 00:04

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, კონკრეტულად კი ფილადელფიაში ქართველი ბიჭი, ილიკო ჯიქია გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მისი დაღუპვის მიზეზად ანევრიზმა დასახელდა.

ირკვევა, რომ ის 25 წლის იყო და აშშ-ში გამგზავრებამდე რუსთავში ცხოვრობდა. სამი წლის წინ დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად იქ აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. მანამდე კი მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული.


ილიკო ჯიქიას ფილადელფიაში ხვალ დაკრძალავენ.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge