შეყვარებულმა კაცმა თვითმფრინავის ცრუ გატაცება მოაწყო

  • imedinews.ge
  • 12 ივნისი 22:44

დელი-მუამბის მიმართულებით ფრენის შესრულებისას Jet Airways-ის საპირფარეშოში კაცმა დატოვა წერილი რომ, ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა. ამ წერილის გამო, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და $720 725 ათასით დააჯარიმეს.  

BBC-ის ცნობით, კაცმა ეს სიყვარულის გამო ჩაიდინა, რადგან მას თვითმფრინავის ბორტგამცილებელი უყვარდა, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ავაიაგადამზიდავი შეაჩერებდა თავის ოპერაციებს დელიში და ბორტგამცილებელი მასთან ერთად საცხოვრებლად მუამბიში გადავიდოდა.  


კაცმა აღიარა, რომ წერილი მუამბიში საკუთარ ოფისში დაწერა, ამობეჭდა და შემდეგ თვითმფრინავის საპირფარეშოში დატოვა. 


წერილის თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე 12 გამტაცებელი იმყოფებოდა. ასევე იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, ხოლო გამტაცებლები თვითმფრინავის ქაშმირში დაჯდომას ითხოვდნენ.


წერილის ავტორი მას შემდეგ დააკავეს, რაც თვითმფრინავი ახმედაბადში ავარიულად დაეშვა.  

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge