ჯონ ბოლტონი: პრემიერ-მინისტრთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

  • 12 ივნისი 18:59

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვაშინგტონში ჯონ ბოლტონისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.


„პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნებოდა“, – წერს ჯონ ბოლტონი.


ბოლტონთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.