" სხვისი შვილი რა მალე იზრდებაო, ჩემია, მაგრამ უცებ გაიზარდა, ზოგჯერ მეუხერხულება, მამას რომ მეძახის ... " (ფოტო)

  • 12 ივნისი 18:20

მამა პეტრე კოლხი სოციალირ ქსელში შვილს სკოლის დამტავრებას ულოცავს. 

"დღეს უკვე საკლასო ოთახს დაემშვიდობა... ნათქვამია, სხვისი შვილი რა მალე იზრდებაო... ჩემია, მაგრამ ისეც უცებ გაიზარდა, ზოგჯერ მეუხერხულება, მამას რომ მეძახის... ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო მეგობარია... ხშირად, ქუჩაში გამვლელები წლების წინ გვეკითხებოდნენ, და-ძმა ხომ არ ხართო... არა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, მეთქი ვპასუხობდი... ყველა შენიშნავს, რომ ძალიან მგავს... რაღაცით კი მგავს, მაგრამ ჩემზე უკეთესია... ჩემზე ჭკვიანიც და ნიჭიერიც... ამ მცირე ასაკში იმდენი ტკივილი გამოიარა, მე ვეღარ ვუძლებდი, ის კი გაკაჟდა... უკვე შემდგარია და კიდევ უფრო დაიხვეწება... არც ერთ ეტაპზე არ გაბოროტდა... ყოველთვის უყვარს ადამიანები...
მთავარია ღირსეული სტუდენტი გახდეს და გულწრფელად ემსახუროს იმ პროფესიას, რომელიც აირჩია", - წერს პეტრე კოლხი.