მიხეილ ქამუშაძე: საჩხერის სამედიცინო ცენტრი მაღაროელებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

  • 12 ივნისი 16:38

ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს „ჯორჯიან მანგანეზთან“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონთან“. შეისწავლის მათი ბენეფიციარების საჭიროებებს, არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით, გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებას და ხანგრძლივი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“,- განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.