ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე ჯიხურში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

  • pia.ge
  • 12 ივნისი 12:11

ბორჯომში, ცემის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი კვების ჯიხურში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

ოჯახს გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დილით შეატყობინეს.


გარდაცვლილი ადგილობრივია, მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.


შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge