"მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან, კაცებს კი ქორწინება "ამშვიდებთ"

  • fortuna.ge
  • 12 ივნისი 11:45

ფსიქოლოგები და ქცევის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სამყაროში აღარ მუშაობს ის მიდგომა, რაც ადრე წარმატების ფორმულად ითვლებოდა.

გასათხოვარი და უშვილო ქალები უფრო ბედნიერები არიან და ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე გათხოვილებიუცხოელი და შვილიანები – ამბობს ბედნიერების ექსპერტი.


ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქცევის სპეციალისტი პოლ დოლანი გვეუბნება, რომ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანის წარმატება და ბედნიერება ქორწინებით და შვილების აღზრდით აღარ იზომება. კაცები კი, დოლანის თქმით, ქორწინებიდან სარგებელს იღებენ, ისინი ერთგვარ სიმშვიდეს ნახულობენ. „თქვენ ნაკლებ რისკს იღებთ საკუთარ თავზე, რათა სტაბილური სამსახური გქონდეთ, რომ მეტი ფული გამოიმუშავოთ, ნაკლები რისკი ნაკლებ ნერვიულობას უკავშირდება”, – ამბობს ქცევის სპეციალისტი.


პოლ დონალი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაცებმა “ყულფში თავის გაყოფით” საკუთარი მომავალი ნაკლებ რისკებს და შესაბამისად, ჯანმრთელობის ნაკლებ პრობლემებს დაუკავშირეს, ქალების ჯანმრთელობა კი ქორწინების შემდეგ, როგორც წესი, უარესდება ხოლმე.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge