ამერიკელი ჯარისკაცი შეახვედრეს ფრანგ ქალს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეუყვარდა

  • imedinews.ge
  • 12 ივნისი 11:24

საფრანგეთში 75-წლიანი განშორების შემდეგ, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ისევ შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

1944 წელს ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთში იყო 18 წლის ფრანგი გოგო შეუყვარდა. 2 თვის შემდეგ იძულებული გახდა, დისლოკაციის ადგილი შეეცვალა. ამის შემდეგ კიტეი რობინსსა და ჟან პირსონ ნი განაის ერთმანეთი აღარ უნახავთ.


როგორც აღმოჩნდა, ამერიკელი კაცი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახი შექმნა, ფრანგი გოგოც გათხოვდა და 5 შვილი შეეძინა. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, ერთმანეთზე სულ ფიქრობდნენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge