“ნიკორაში“ ადმინისტრატორმა ამიხსნა, რომ კონტროლის სამსახურის მოსვლის შემთხვევაში დროულად ამოვიღო მაცივრიდან ვადაგასული ძეხვი“

  • 12 ივნისი 11:09

სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელი "ნიკორას" ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე "ნიკორაში" არსებულ მძიმე სამუშაო ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს წერს. 

ალექსანდრეს თქმით, "ნიკორაში" თანამშრომლებს უწევთ კონსულტანტის, მოლარის, საწყობის მიმღებისა და დამლაგებლის მოვალეობის შესრულება. 


“მინდა გაგიზიაროთ ჩემი სამუშაო გამოცდილება ნიკორაში, სადაც დავყავი სულ რაღაც ერთი თვე ახლა კი 1 დღეა რაც წამოვედი და მას შემდეგ ვცდილობ ფიზიკურად და მორალურად დავისვენო, ვგონებ 1 კვირაც არ მეყოფა ამისათვის, დავიწყოთ იმით რომ ნიკორა ამაყობს თავისი პროდუქციით (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძეხვებს, რომელ სექციაშიც მე ვმუშაობდი) და მისვლის დღიდანვე ადმინისტრატორი მიხსნის ყველაფერს დეტალურად, მათ შორის იმასაც თუ რომელი ძეხვები, შაშხები და სალათებია ვადაგასული რომ კონტროლის სამსახურის მოსვლის შემთხვევაში დროულად ამოვიღო მაცივრიდან ვადაგასული პროდუქცია და თუ დროულად ვერ ამოვიღებ მე მომწევს შეძენა, ვადები უნდა ვაკონტროლო პროდუქციის და ვადაგასულებს უნდა გადავუწიო ვადის გასვლის თარიღი. წესით და რიგით ძეხვებში უნდა ვიყო მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკმარისი კადრები არ ყავთ თანამშრომლებს უწევთ (განსაკუთრებით ვინც 24 საათიან ცვლაშია) კონსულტანტის, მოლარის, საწყობის მიმღებისა და დამლაგებლის მოვალეობის შესრულება, უნდა გამოიქცე თუ ძეხვებში არაა მომხმარებელი, აუწონო ვინმეს პომიდორი ან ორცხობილა და მერე დაიწყო მაცივრების გადავსება, წვენები, ლუდები, რძის პროდუქტები, ყველაფერი FIFO-ს სტანდარტის მიხედვით, მერე უნდა აიღო ცოცხი, იატაკის საწმენდი ტილო და დაალაგო, დარბაზი, საწყობი, მენეჯერის ოთახი, მოსასვენებელი ოთახი და საპირფარეშო, დაუბრუნდე ისევ ძეხვებს დაწმინდო მაცივრები, გამოაცხო ხაჭაპური და ლობიანი და გახეხო საცხობი.  აი სულ ეს არის რაც ამ დროისთვის გამახსენდა . ხელფასი? 450 ლარი, რას ფიქრობთ სამუშოს შესაბამისია? 24 საათი ფეხზე დგომა და წელში გაწყომა, მეორე დღე ხომ საერთოდ მკვდარი ხარ, გძინავს მთელი დღე და მესამე დღეს ცოტა სუნქთვის საშუალება გაქვს, მაგრამ მერე ისევ მოდის შენი ცვლა და თავიდან იწყება ის ტანჯვა, ძალიან კარგი იქნება თუ რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში მარიამ გვალია იმედია, ჩვენს სათქმელს გარკვევით დააფიქსირებთ და ყველა ერთად შევძლებთ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, ჩვენ ხომ ბევრს არ ვითხოვთ, გვსურს დასაქმებულთა უფლებების დაცვა და შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება, წარმატებები ჩვენ", - წერს ალექსანდრე.