თუ შეგიძლიათ უცნობს გული გადაუშალოთ, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ - კვლევა

  • trend.ge
  • 12 ივნისი 10:21

ბედნიერების პოვნა ყველას სურს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რეალურად არავინ იცის, როგორ იპოვოს ის. 

ზუსტად როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ მადლობა მეცნიერებს, რომლებმაც იპოვეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.


მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეგიძლიათ უცნობს გამოელაპარაკოთ, ეს გაგაბედნიერებთ, ხოლო თუ უცნობს თქვენი ცხოვრების პირად დეტალებსაც მოუყვებით, თავს სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.


მკვლევარებმა ნიკოლას იპლეიმ და ჯულიანა შრიოდერმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა და განესაზღვრათ, თუ რა გავლენას ახდენს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერების ხარისხზე. მათ გამოჰკითხეს მგზავრები და დაინტერესდნენ იმით, თუ რას იტყოდნენ სამსახურამდე, ან დანიშნულების სხვა წერტილამდე გზაში გვერდით მჯდომ უცნობთან რომ ესაუბრათ. გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ ეს სასიამოვნო პროცესი იქნებოდა.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge