,,ცოტნეს ეს უდიდესი წარმატება მის დედიკოს ზეცაში ახარებს” – 9 წლის ქართველ მოცარტს ბებია ზრდის

  • სარკე
  • 11 ივნისი 17:44

9 წლის ცოტნე ზედგინიძემ მთელი ქვეყანა აალაპარაკა.

ვუნდერკინდი ბიჭუნა  მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის და ვირტუოზულად ასრულებს. მას ძალიან დიდ მომავალს, უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.


ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა, პატარა გენიოსზე დაწერა: ,,დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს…


ცოტნე მართლაც შექმნის ლეგენდას, თავისი მუსიკით სამყაროს ბევრ კარს გააღებს. და კიდევ, მისი მუსიკა აუცილებლად მიაღწევს მის დედიკომდე – ირინე სულხანიშვილამდე. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ცოტნეს დედა მოულოდნელად, ანევრიზმით გარდაიცვალა. პატარა მუსიკოსს პიანისტი ბებია ზრდის.


,,პატარა ცოტნე ჯერ კიდევ მუცლადმყოფი გავიცანი. ჩვენი უსაყვარლესი ირინე სულხანიშვილის პირველი შვილი. სამწუხაროდ, უფალმა ინება და დედა მცირეწლოვან შვილებს მალე დააშორა. მე მჯერა, რომ ცოტნეს ეს უდიდესი წარმატება მის დედიკოს ზეცაში ახარებს. წარმატებები ამ პატარა გენიოსს”, – წერს ირინე სულხანიშვილის მეგობარი, ლელა ქართველიშვილი.


 

წყარო: სარკე