თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 11 ივნისი 17:34

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახაა. რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. დანაშაული სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge