თურქეთში ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 11 ივნისი 14:11

თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბანდირმთან ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

 

CNN Turk-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა.

 

ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

 

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge