უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 10 ივნისი 14:48

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.


12-13 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.


ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.


თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.


ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge