მარტვილში მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვეს

  • pia.ge
  • 10 ივნისი 10:39

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნალეფსაოში მეათე კლასის მოსწავლე, 16 წლის გოგონა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის ბოსელში გარდაცვლილი დედამ იპოვა.


შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.


შს სამინისტროში "პირველს" უთხრეს, რომ გამოძიება ფაქტზე სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge