"კაცს მეტი დაფასება სჭირდება - მამაკაცი ჩემთვის არის პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი ადგილი"

  • თბილისელები
  • 7 ივნისი 16:11

ურნალი თბილისელები მომღერალ მანანა თოდაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს, მასალიდან სადაც მომღერალი ქალზე, კაცზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე საუბრობს.  

– რა არის მამაკაცი თქვენთვის?


– მამაკაცი ჩემთვის არის პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი ადგილი, თავისი სტატუსი. ქალი მას აუცილებლად პატივისცემით უნდა მოექცეს, კაცს მეტი დაფასება სჭირდება, განსაკუთრებით საზოგადოებაში, რომ კაცის სტატუსი ამაღლდეს და ღირსეულად წარსდგეს. ყველა კაცს თავის ხასიათი აქვს, მაგრამ ქალზეა დამოკიდებული, საზოგადოებაში როგორ წარმოაჩენს.


– მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ?


– მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ. მათ უფრო მსუბუქი, ლაღი ქალები მოსწონთ, მაგრამ ასაკში რომ შედიან, მერე ხვდებიან, რომ ჭკვიანი ქალები სჭირდებათ.


– რა სჭირდებათ მამაკაცებს?


– სულიერება სჭირდებათ. ლოგინიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ლოგინი არ არის მთავარი. ინტელექტს უდიდესი მნიშნვნელობა აქვს. მეგობარი უნდა იყოს, ფილმს რომ ნახავთ ერთად და შეძლებთ, გაარჩიოთ. მეუღლე უნდა გყავდეს მეგობრად. როცა სულიერება ძლიერია, იქ ლოგინიც ძალიან კარგია. როდესაც ადამიანი დღისით გიყვარს, ის ღამითაც გიყვარს. როდესაც დღისით სულიერება ძლიერია, მაშინ ღამეც ფანტასტიკურია.


– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?


– არ არის ერთი და იგივე, ხშირად სიყვარული და ვნება ერთმანეთში ერევათ. ვნება შეიძლება, მალე გაქრეს და სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.


– სიყვარული რამდენჯერ მოდის?


– მე ვერ ვიტყოდი, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის.


– სიყვარულს წესები აქვს?


– სიყვარულს წესები საერთოდ არ აქვს. შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, წარმოდგენა რომ არ გაქვს. რაღაც ხდება, რაღაც ფარული ფლუიდები, ისეთნაირად შეიძლება მოხდეს შერწყმა, რომ ერთი შეხედვით მიხვდე, რომ ის ადამიანი შენია.


– რა არის თქვენთვის ამორალური?


– ღალატი. მე ერთს ვიტყვი და რამდენიმე წინადადებით ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. მე არასდროს არ ავალ დაქალის ოჯახში, თუ ჩემი დაქალი არ არის სახლში. მე არასდროს არ შევქმნი იმ უხერხულ სიტუაციას, რომ მეგობრის ქმართან მარტო დავრჩე სახლში. ყველაფერი ქალების ბრალია. ქალები ვართ მაცდურები.

წყარო: თბილისელები