უმკლავდებით ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს?

  • თბილისელები
  • 6 ივნისი 15:59

გაინტერესებთ, როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს? გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს და ჩაინიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი – „დიახ“ ან „არა“.

პასუხებისთვის „დიახ“ დაიწერეთ – 1 ქულა, ყოველი პასუხისთვის „არა“ – 0 ქულა. შემდეგ შეაჯამეთ მათი რაოდენობა და ნახეთ შედეგები.

1. ახლობლებისგან ადვილად მწყინს;

2. წყენა დიდხანს მახსოვს;

3. ადრე უფრო ხალისიანი ვიყავი;

4. ცხოვრება წვალებაა;

5. ცხოვრებას უნდა გავუძლო;

6. წარსულის არცერთი მძიმე სიტუაცია არ დამვიწყებია, მათი გახსენება ახლაც ტკივილს მგვრის (დაიწერეთ იმდენი დამატებითი 1 ქულა, რამდენი ასეთი მტკივნეული მოგონებაც გაქვთ);

7. მაქვს აქტუალური ცხოვრებისეული საკითხი, რომლის გადაწყვეტას უკვე ერთ წელზე მეტია ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ (დაიწერეთ იმდენი დამატებითი 1 ქულა, რამდენი ასეთი მოუგვარებელი საკითხიც გაქვთ).

თუ ქულების რაოდენობა არის 0-3: გილოცავთ! თქვენ ადვილად უმკლავდებით ყველანაირ განსაცდელს! უფრო მეტიც – იცით, რომ დაბრკოლება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თქვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი! თქვენ ენერგიით სავსე ოპტიმისტი ბრძანდებით! ასე განაგრძეთ და ყველა მიზანს მიაღწევთ!

თუ ქულების რაოდენობა არის 4-5: თქვენ საკმაოდ ენერგიული რეალისტი ადამიანი ბრძანდებით და ცხოვრებას მეტ-ნაკლებად წარმატებულად უმკლავდებით, მაგრამ წარსულის მტკივნეული გამოცდილება დღესაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენზე. გირჩევთ, მოიცილოთ ეს ნეგატივი, რომ უფრო წარმატებული და ხალისიანი გახდეთ.

თუ ქულების რაოდენობა 5-ზე მეტია: თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ პროფესიონალური დახმარება. სავარაუდოდ, ნევროზი ან დეპრესია გაქვთ! მიმართეთ სპეციალისტს, რომ ამ დათრგუნული მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოხვიდეთ!

წყარო: თბილისელები