ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

  • pia.ge
  • 5 ივნისი 16:25, 2019 წელი

ჟურნალისტებთან არაკორექტული საუბრის გამო ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლეს.

"სამსაურიდან ვათავისუფლებ დასუფთავების სამსახურის უფროსს, ოღონდ არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო", - განაცხადა ქობულეთის მერმა საგანგებო ბრიფინგზე.

მირიან ქათამაძის განცხადებით, იგი დასუთავების სამსახურის უფროსის მიმართ, მხოლოდ დისციპლინარული სასჯელის გამოეყენებას გეგმავდა, თუმცა სულიკო ბლადაძემ თავად შესთავაზა სამსახურიდან წასვლა, რის შემდეგაც მერიამ მას ხელშეკრულება დროებით შეუწყვიტა.

ქობულეთის მერი აპირებს საკითხი შიდა აუდიტის სამსახურმა დეტალურად მოიკვლიოს, ამის შემდეგ კი ისაუბრებს, არის თუ არა ქობულეთის აიპებში 15-მდე თანამშრომელი ფიქტიურად დასაქმებული.

"მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ დატოვებდა "სანდასუფთავების" სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა. გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებით მოხდა. სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შესაბამისად შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში, მალე იქნება დასკვნა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საინტერესოა. გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა.

აქვე მინდა დავამატო, ფიქტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დასკვნას და მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს მცდარი ინფორმაციაა. კითხვით ნიშნები არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერვიუში მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი არ არის. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ნაწილი თანამშრომლებისა არის შვებულებაში",-განაცხადა ქათამაძემ.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანის სავარაუდო ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გუშინ "ტვ25"-საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა. სიუჟეტში გამოყენებული კომენტარების მიხედვით სამსახურში მისვლის გარეშე აიპებში დაქამებულ თანამშრომელთა ნაწილს ისე ერიცხება ხელფასი, რომ ისინი სამსახურში არ ცხადდებიან.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge