როგორ ანუგეშა რეზო ჩხეიძემ აფრიკელი პრინცი

  • თბილისელები
  • 5 ივნისი 13:53

რეზო ჩხეიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

"მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ორადგილიან ოთახში ჩემთან ერთად ერთი შავკანიანი აფრიკელი ცხოვრობდა, რომელიც ასევე სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ერთ საღამოს ოთახში შევდივარ და ვხედავ ჩემი მეზობელი საწოლზე ზის და მწარედ ტირის. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა – მამა გარდამეცვალაო. შევწუხდი და ვანუგეშებ, სხვადასხვა სიტყვებს ვეუბნები – რას იზამ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, გამაგრდი-მეთქი... მან კი მოულოდნელად ტირილი შეწყვიტა და მითხრა:

– ყველანი სიკვდილის შვილები კი ვართ, მაგრამ როგორ გავმაგრდე, როცა ჩემი ქვეყნის ხალხი მამის მაგივრად ტახტზე ასვლას მთხოვს. მე კი მეფობა არ მინდა, კინორეჟისორობა მინდაო.

ჩემი მეზობელი, თურმე მეფის შვილი, პრინცი ყოფილა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში."

წყარო: თბილისელები