კესარია აბრამიძე ყოფილზე: ძალიან შეზღუდული ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი

  • თბილისელები
  • 3 ივნისი 17:02

მოდელი კესარია აბრამიძე "თბილისელებთან" საუბარში ყოფილი შეყვარებულის შესახებ საუბრობს. 

"ძალიან შეზღუდული ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი. ღამე გარეთ გასვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი. ისე გადიოდა ორი, სამი კვირა, სახლიდან არ გამოვდიოდი, ნორმალურად დასვენებასაც ვერ ვახერხებდი. როცა გიყვარს, გრძნობებში ხარ, შეყვარებული ხარ, მოგწონს ეს ყველაფერი, დათმობაზეც მიდიხარ. მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის წავა დათმობაზე, თუნდაც შვილების, ოჯახის გამო. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე წამოვედი სახლიდან. როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ არის ისეთი საოცნებო, როგორიც მე წარმომედგინა, ეს ნაბიჯი გადავდგი. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ ქალი გააბედნიეროს. ალბათ, რაღაცას ვერ აკეთებდა ისე, როგორც საჭირო იყო. საბოლოოდ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ამ ურთიერთობის გადარჩენა რომ მდომოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც ვიყავი", - ამბობს კესარია. 


ჟურნალისტის კითხვაზე ადვილეად შეეგუა თუ არა მის გადაწყვეტილებას ყოფილი შეყვარებული


კესარია ამბობს, რომ მისთვის რთული იყო და უჭირდა, მაგრამ ორივესთვის ასე ჯობდა.


 

წყარო: თბილისელები