ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული გოგოს დედა რეინჯერს მადლობას უხდის - "ოდესმე ჩაგიკრავ გულში"

  • რეზონანსი
  • 3 ივნისი 11:03

ლაგოდეხში დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და რეინჯერს მადლობას უხდის.

„როცა ძებნა 24 საათი მიმდინარეობდა, იმედი გადამეწურა, მიპოვნიდნენ თუ არა შვილის ცხედარს და წარმოდგენაც არ მინდოდა ამის. შენ შეუძლებელი შეძელი შვილო. არავინ გავალებდა და შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს ყველანაირმა კეთილმა ძალებმა. იხარე ასეთი ვაჟკაცობისათვის. დასაფლავების დღეს ჩამოსულხარ შენივე ინიციატივით. ეს გვიან გავიგე დედი... მადლიერება ხალხო ამ ადამიანს, რომლისთვისაც სხვისი ჭირი უცხო არ არის და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. აი, ვის უნდა უძღვნიდნენ გადაცემებს რადიო-ტელევიზია, თუ ბეჭდვითი მედია უთმობდეს ადგილს. 


ეს ბიჭი შალვა გელაშვილია.25 წლის ვაჟკაცი, ლაგოდეხის მკვიდრი. მადლობა შვილო შალვა, ჩემი სოფის გარეშე რომ არ დამტოვე... რომ თავი გადადე მის ამოსაყვანად იმ სასტიკი და დაუნდობელი ადგილიდან. ოდესმე ჩაგიკრავ შვილო გულში" - წერს ლანა ბერძენიშვილი.

წყარო: რეზონანსი