ლარი ისევ გაუფასურდა

  • რეზონანსი
  • 2 ივნისი 13:28

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით ერთი დოლარის ღირებულება 2.787 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დოლარის ფასს კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 80 თეთრად არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დევალვაციას თითქმის ყოველდღიურად განიცდის. 2019 წლის მაისში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 13 თეთრით გაუფასურდა

წყარო: რეზონანსი