რუსეთში მდინარეზე გადებული ხიდი მოიპარეს

  • რეზონანსი
  • 30 მაისი 14:00

რუსეთში, მურმანსკის ოლქში, მდინარე უმბაზე გადებული ხიდი... დაიკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის შსს ავრცელებს.

მათი ვერსიით, ბოროტმოქმდებმა ხიდი მოიპარეს. მათ შეგნებულად ჩაანგრიეს იგი და შემდეგ ნაწილებად დაშალეს.


ხიდის "გაქრობის" ამბავი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. ამჟამად, სამართალდამცავები იკვლევენ, ვინ მოიპარა და ამჟამად ვის ეკუთვნოდა ხიდი.


ქალაქ კიროვსკის ადმინისტრაციის განცხადებით, ხიდი მათ ბალანსზე არ ირიცხება. იგი გაუქმებული იყო და მისით არავინ სარგებლობდა. 2007 წლამდე მასზე სარკინიგზო მაგისტრალი გადიოდა, რომელიც შემდეგ დაშალეს.

წყარო: რეზონანსი