უჯიგროები - სახალისო ამბავი

  • თბილისელები
  • 27 მაისი 22:39

კომუნისტების მმართველობის პერიოდში მილიციას ძალიან ცუდი იმიჯი ჰქონდა. ერთხელ ცნობილი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი და გენიალური კონსტანტინე გამსახურდია დეზერტირების ბაზარში იყვნენ ხორცის საყიდლად. 

კოწიამ ყასაბს ჰკითხა:


– გული გაქვს?


– არა, – მიუგო მეხორცემ.


– ჯიგარი? – ყასაბმა კვლავ უარყოფითად უპასუხა.


– ტვინი?


– არც ტვინი, ბატონო, – ხელები გაშალა ყასაბმა.
კოწიამ, რომელსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა მილიციელები, ყასაბს უთხრა:


– რა, მილიციელი ხომ არ დაკალით და მის ხორცს ყიდითო?

წყარო: თბილისელები