"უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას! არ არის საჭირო ტყეში სიარული და მწვადების ტრიალი!"

  • რეზონანსი
  • 27 მაისი 11:07

გუშინ 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიის დროს მომდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ბევრი საკითხს აყენებს ასე,  სანამ ბოლომდე არ იქნება ამ ექსკურსიების ორგანიზებისას უსაფრთხოების წესები დაცული, აიკრძალოს სასკოლო ექსკურსიები, ერთ-ერთი მომხმარებელი სახელით ნუცა  კომენტარში წერს:

"ჩემი 16 წლის შვილი იტალიაში სწავლობს,ექვსკურსიაზე მატარებლით წაიყვანეს დაათვალიერებინეს მუზეუმები, გზაზე გადასასვლელებზე კარაბინიერები კეტავდნენ გზას, რომ ბავშვებს გაევლოთ, მშობლები ვადევნებდით თვალყურს  ელექტრონულ გვერდზე, სადაც იწერებოდა თუ სად და რა ვითარებაში იყვნენ ბავშვები, არანაირი ღრეობა, შევიდნენ პიცერიაში მიირთვეს პიცა და ღრუბლიანი ამინდის გამო, ერთი საათით ადრე დაბრუნდნენ,  ესეც, რა თქმა უნდა, შეათანხმეს მშობლებთან, შევძლებდით თუ არა ბავშვების დახედრას სადგურზე. ეს ყელაფერი სულ რაღაც 25 ევრო დაჯდა. არ არის საჭირო ტყეში სიარული, მწვადების და ღვინის ტრიალი, უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას! ვისაც ევალებოდა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ის რომ გადაიღეთ ევროპიდან სკოლაში არ შევუშვათ მშობელიო ,სხვა რამე გადაგეღოთ!"

გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული 16 წლის გოგონა თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეა, ასევე გავრცელდა, რომ მას ტყეში სეირნობისას  ფეხი დაუცურდა, მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

წყარო: რეზონანსი