რა საფრთხეს უქმნის და როგორ ანგრევს თქვენს ბიოველს შურიანი ადამიანის მზერა

  • რეზონანსი
  • 26 მაისი 18:22

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ადამიანებს შორის წარმოქმნილი ენერგეტიკული ბალანსის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

"თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, დისკომფორტს განიცდით ან ღიზიანდებით, ესე იგი, ეს პიროვნება თქვენგან ენერგიას „იწოვს“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნით გარკვეულ პრობლემებს.


ბიოენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ მისი აღდგენა აუცილებელია. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები“, საიდანაც ძალა გამოედინება.


მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები  სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ, გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი ყველაზე ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია „გამოქაჩო“. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის „საკვებად“ წაიღო.


ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.

წყარო: რეზონანსი