თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

  • pia.ge
  • 25 მაისი 15:11, 2019 წელი

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

 "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებებს გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები  არიან მობილიზებული. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge