პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • რეზონანსი
  • 25 მაისი 14:44

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ბოლო 13 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

„სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა" გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმდაც გამოკითხულთა მხოლოდ 31,7% ანდობს ვლადიმერ პუტინს სახელმწიფოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ასეთი დაბალი მაჩვენებელი პუტინს 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია.


სატელეფონო კვლევა 13-დან 19 მაისის ჩათვლით ტარდებოდა და დღეში 1600 ადამიანამდე გამოიკითხებოდა.


რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებლკის 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად, პუტინის ქმედებების მიმართ კეთილგანწყობა მოქალაქეების 65,8% შეუნარჩუნდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით არ შეცვლილა.


კვლევის თანახმად, პუტინის გარდა მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული რეიტინგი ქვეყნის პრემიერს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრემიერ დმიტრი მედვედევის მიმართ ნდობის ნიშნულმა სულ რაღაც 7,6% შეადგინა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოსახლეობის 14,8% ენდობა, ხოლო რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, მას და მის ქმედებებს ნდობას მხოლოდ 13% უცხადებს.

წყარო: რეზონანსი