ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

  • 1tv.ge
  • 25 მაისი 13:18

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

შერკინება იოკოძუნა კაკურიუსთან საკმაოდ მოკლე გამოდგა და კაკურიუ რამდენიმე წამში დოჰიოზე დაეცა.

ამრიგად ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეათე გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.


სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge