8 ნიშანი რომ ადამიანს დემენცია აქვს

  • imedinews.ge
  • 25 მაისი 00:42

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

ადამიანს დემენცია აქვს, თუ ამ 8 ნიშანს ავლენს.


1. მუდმივად კარგავს საჭირო ნივთებს (გასაღები, დოკუმენტები).


2. ნივთებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დებს (მაგალითად, კბილის ჯაგრისს მაცივარში).


3. მიიჩნევს, რომ დაკარგული ნივთები ვიღაცამ მოიპარა, მისი გადარწმუნება კი შეუძლებელია.


4. ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ სვამს, პასუხი კი ავიწყდება.


5. ადამიანს უჭირს დიალოგის წარმართვა, აზრების დალაგება და საჭირო სიტყვების პოვნა.


6. უჭირს ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავება


7. ერევა დრო და ადგილი (შესაძლოა ნაცნობ ადგილას დაიკარგოს)


8. მისი განწყობა ხშირად იცვლება უმიზეზოდ, ასევე ეცვლება ხასიათი და ქცევა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge