"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო"

  • newposts.ge
  • 25 მაისი 00:02

აღაიანში, დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა.

მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მიხეილ დვალიშვილმა მკვლელობის საბედისწერო ღამესთან და კავშირებით გამოძიების კითხვებს უპსუხა. გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.


20 წლის ახალგაზრდის ნათესავები მიიჩნევენ, რომ დვალიშვილი არ უნდა დააკავონ, რადგან ის უდანაშაულოა. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის დროს მიხეილ დვალიშვილმა გოგოს რეალური ასაკი არ იცოდა, ხოლო როდესაც გაიგო, მაშინ 16 წლის გოგოს მშობლებმა ის უკან არ წაიყვანეს.


"მოიყვანეს ახლა მიშა და გვეუბნებიან, რომ უნდა დავკითხოთო და რამდენად რეალური იქნება, მარტო დაკითხავენ, უდანაშაულო ადამიანს დააკავებენ კიდეც, ეს ჩვენ არ ვიცით... მგონი, რომ არარეალურია ამის დაკავება. როგორც შვილმკვდარი მამა, როგორ უნდა დააკავონ, ჯერ ერთი. რეალურად არ მგონია, რომ დაკავების ღირსი იყოს ასეთი გამწარებული მამა," - ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნინო დვალიშვილი.


დვალიშვილიშვილის უდანაშაულობაზე საურობს მისი ნათლიაც.


"თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო, ბავშვი იძულებული გახდა. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს, მშობლებმაც არ იძალავეს. უდანაშაულოა ყველა ვარიანტში,“ - განაცხადა ელგა ოდოსაშვილმა.


7 თვის ჩვილის მამის მამიდა, ნონა დვალიშვილიც იმავეს ამბობს, რასაც დვალიშვილის ნათლია. მისი მტკიცებით, ოჯახმა არასრულწლოვანი უკან არ წაიყვანა.


„ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბავშვმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო,“ - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge