ტოჩინოშინის აქამდე უცნობი ფოტოები - დოკუმენტური ფილმი

  • 24 მაისი 23:15

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი იგივე  ლევან გორგაძე  1987 წლის 13 ოქტომბერს მცხეთაში დაიბადა. ის 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი, კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი გახდა.

ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს.


მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელსტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.


ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (რაც კასუგანო ბეიას - სკოლის, სადაც ტოჩინოშინი ასპარეზობს - მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ (გული).


გამარჯვება მას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმამიულოცეს.


2018 წლის ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ლევანი ოძეკის ტიტულზე წარადგინა, 30 მაისს კი ამ რანგის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.