ზვიად ძიძიგური: "ქართული ოცნების" კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში დაუმარცხებელი იქნებოდა

  • 24 მაისი 22:15

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ძიძიგურს თავისი სიტყვების უტყუარ არგუმენტად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შუალედურ არჩევნებში ნიკა მელიას რესურსის არგამოყენებას ასახლებს.


პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში დაუმარცხებელი იქნებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მელიას სანდრა რულოვსზე გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა.


"მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსი ზუგდიდში იმიტომ არ დაუყენებია, რომ ზუგდიდს კარგი მერი ჰყოლოდა მისი გამარჯვების შემთხვევაში, მას იქაურობა უნდა პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად. იყო სხვა კანდიდატებზეც საუბარი, რომლის დაყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ სააკაშვილს არ აქვს ასეთი გეგმები. რულოვსი იმიტომ დააყენა, რომ იმ 43%-ში, რომელზეც თქვენ საუბრობდით, არავინ მეწილედ არ გაიყვანა თავისი პარტიიდანაც კი.


მაგალითად მელია. მელიას შეეძლო ეთქვა, რომ მას ამ პროცენტებში აქვს წილი. მელია ვერ მოუგებდა ჩვენს კანდიდატს, მაგრამ სხვა შედეგი იქნებოდა. მელია ზუგდიდელია, ნათესავები ჰყავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ძიძიგურმა.