ზვიად ძიძიგური: სწორედ ზუგდიდში და სწორედ სანდრა რულოვსთან გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის

  • 24 მაისი 21:33

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

ძიძიგურის თქმით, სამეგრელოში ადგილობრივებმა "ქართული ოცნების" კანდიდატში საქმის რელურად გამკეთებელი პოლიტიკოსი დაინახა და შესაბამისად, ნდობაც გამოუცხადა.


"სწორედ ზუგდიდში და სწორედ სანდრა რულოვსთან გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. სადმე გაგიგიათ რას სთავაზობენ ამომრჩეველს ოპონენტები? ისინი მხოლოდ იმას პირდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და იქნებინ თვითონ. ზუგდიდში რომ ჩახვალ, იმ ადამიანებს უნდა უთხრა, ფაროსანას რამდენ ხანში გაანადგურებ. რა რეფორმებს ჩაატარებ და რა გეგემები გაქვს. სამეგრელოში მოსახლეობამ ჩვენში დაინახა ფაროსანას დამმარცხებელიც, ანაკლიის პორტის ამშენებლებიც და რეფორმების გამტარებლებიც, ამიტომ იქ დიდი უპირატესობა გვაქვს. ზუგდიდს მეტი ყურადღება სჭირდება, არ იყო ეს ქალაქი გათამამებული ყურადღებით", - განაცხადა ძიძიგურმა.


მისივე თქმით, ზუგდიდში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაში ლომის წვლილი სამართალდამცველებმა შეიტანეს.


"ზუგდიდში უბნებთან პოლიცია რომ არ ყოფილიყო მობილიზებული, იქ არჩევნებში ვერ ჩატარდებოდა. ის ფაქტი, რომ პოლიცია იდგა ორგანიზებულად, ამას ჰქონდა გადამწყვეტი როლი. ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ასახელებენ, მათი მხრიდან რამე გადაცდომას".