ხვალ, 24 მაისს, გალერეა ბიბლუსი 6 წლის ანასტასია გოგოლაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

  • pia.ge
  • 23 მაისი 12:46, 2019 წელი

ანასტასიამ პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ დაიწყო, ხუთი წლის ასაკში.

დღეისათვის კი სამხატვრო სტუდია „მატისის“ მოსწავლეა. საკმაოდ პატარა ასაკში დაინტერესდა ხატვით და დიდი მონდომებით ჩაერთო შემოქმედებით პროცესში. ფერებიდან განსაკუთრებით უყვარს ცისფერი და იასამნისფერი. მისი სურვილია, ყველას გაუზიაროს თავისი ემოციები და მასთან ერთად ბავშვური თვალით დანახულ ფერად სამყაროში გვამოგზაუროს.

პატარა შემოქმედმა  თეორიულად იცის, რომ ხელოვნება სიკეთეს ემსახურება და სურს, ამ სიკეთეში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, მისი სურვილით, გამოფენაზე შემოსული ნებისმიერი თანხა საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას გადაეცემა.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge