ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: ვინც უნდა იყოს, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს

  • pia.ge
  • 22 მაისი 17:13

19 წლის სტუდენტზე სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატია. გასაჯაროებულ მიმოწერაზე კომენტარს აკეთებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.

"ვინც უნდა იყოს,  კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს, ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ხელს არავის არ ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს,"-ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა.

სულიკო თებიძის განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავეს დეპუტატის მანდატიც შეუჩერდება.

“მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ შევიწროებას, იძულებას და ძალადობას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი, ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ხელს არავის არ ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს, ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს. ჩვენ ჯერ არ ვიცით ოფიციალურად ვისზეა ლაპარაკი, ამიტომ, დაველოდებით გამოძიების შედეგებს. დადსტურების შემთხვევაში, ის მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე"-განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ.

ლექტორის მხრიდან 19 წლის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge