ბათუმის საკრებულოს დეპუტატი სტუდენტზე სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს

  • 22 მაისი 16:57

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სოციალურ ქსელში ლექტორთან მიმოწერას ასაჯაროებს, სადაც მას იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი თამამი ფოტოების გადმოგზავნას სთხოვს. ლექტორი ბათუმის საკრებულოს დეპუტატია უმრავლესობიდან.

19 წლის სტუდენტის თანაკურსელები ამბობენ, რომ ლექტორს მსგავსი მცდელობა სხვა სტუტენტებთანაც  ჰქონდა. 

ამ დროისთვის, ლექტორს სალექციო კურსი, რექტორის გადაწყვეტილებით, უკვე შეჩერებული აქვს. მომხდარზე დღეს პირველად იმსჯელებს უნივერსიტეტის ეთიკის კომისია, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას აღმზრდელობითი სამიანობის უფლება ჩამოერთმევა.

19 წლის სტუდენტი დღეს ლექციებს არ ესწრება.

მეორე კურსის სტუდენტმა ფაქტის გამოძიებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმეზე გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.