“სად ეგდო ბავშვის მამა? არ გვინდა ცოდნა, როგორ არ დაორსულდნენ 14 წლის ასაკში” – ბაია პატარაია კასპის ტრაგედიაზე

  • facebook.com
  • 22 მაისი 16:42

უფლებადამცველი ბაია პატარაია კასპში მომხდარ მკვლელობას, სადაც 16 წლის დედა 7 თვის შვილის გაგუდვაშია მხილებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი, რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.


მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტსამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში, ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არის ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.


ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?


პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ სხვა ოჯახის წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მაგრამ პატარა ბავშვი  ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.
პ.პ.ს. არა, არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?”, – წერს პატარაია.


სრული ვერსიის ნახვა facebook.com