იტალიაში ბინის ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

  • 1tv.ge
  • 22 მაისი 16:50

იტალიაში ბინის ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს.

როგორც 1tv.ge იტალიური მედიაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულებმა ჩრდილოეთ ტიროლში მდებარე ბოლცანოში, სახლიდან 20 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.


გამოძიების ცნობით, დაკავებულია სომხეთში დაბადებული 33 წლის ქართველი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ასევე, საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ასაკი 34 და 37 წელია, რომლებიც ქურდობის ორგანიზატორებად სახელდებიან. მეოთხე დაპატიმრებული 60 წლის ქართველია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.


გამოძიების ცნობით, ბრალდებულები თვითმხილველის დახმარებით დააკავეს, რომელმაც პოლიციას სახლთან გაჩერებული საეჭვო მანქანის შესახებ შეატყობინა. დაკავებულებს კიდევ რამდენიმე სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge