"სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე"

  • 22 მაისი 16:20

"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კასპის რაიონში დღეს მომხდარ საზარელ შემთხვევას გამოეხმაურა. 

"ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!

ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ - დიახ. რატომ? იმიტიმ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე", - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის,  კასპში დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა. ბრალდებული თბილისში დააკავეს. ის 16 წლის არასრულწლოვანია.