"რუსეთში წასვლის დიდი სურვილიც არ მაქვს“ - დავით დარჩია

  • primetime.ge
  • 22 მაისი 16:11

თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი 8 და 9 ივნისს „მოსსოვეტის“ სახელობის მოსკოვის თეატრის სცენაზე წარდგება.

რუსი მაყურებელი, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართული დასის შესრულებით ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ვანო და ნიკოს“ იხილავს. სპექტაკლის რეჟისორია რობერტ სტურუა. დადგმა ქართულ ენაზეა დაგეგმილი და რუსული სუბტიტრებით გავა. 


უცნაური, მეტაფორული არაკების კრებულმა ყოველგვარი „იგავური მორალის“ გარეშე რეჟისორი შთააგონა გადააფასოს ვანოს და ნიკოს ისტორია – ახალგაზრდა მამაკაცების, რომლებსაც მობეზრდათ იყონ ერთი – კეთილი და მეორე – ბოროტი. მათ ადგილების შეცვლა გადაწყვიტეს და ვანო ბოროტი გახდა, ხოლო ნიკო – კეთილი“, – ნათქვამია მოსკოვის თეატრის ვებ-გვერდზე ანონსში.


სპექტაკლში „ვანო და ნიკო“ ჟღერს გია ყანჩელის და ნიკა მაჩაიძის მუსიკა. სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით დარჩია, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, მიხეილ არჩვაძე, ნინო არსენიშვილი.


რობერტ სტურუამ ერთი თვის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა დავით დარჩიამ განუცხადა, რეჟისორი ახლა თავს უკეთ გრძნობს და ის დასთან ერთად გასტროლით რუსეთში მიემგზავრება. 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge