ფეხბურთელი, რომელიც ქორწილის გამო გირაოს ითხოვდა, გათავისუფლდა

  • primetime.ge
  • 22 მაისი 15:57

ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელი, რომელმაც მომსამართლეს მიმართა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისიწინებინა ის გარემოება, რომ მალე ქორწილი აქვს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დაკავებულმა ლაშა ჩაფიძემ სასამართლო პროცესზე ასევე თქვა, რომ დედა ავად ჰყავს.


ბრალდებული პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ 4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7 -ს კი 10 ათასი ლარის  გირაო შეეფარდა.


სასამართლომ პროკურორის, ირაკლი მარშანიას შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.


გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge