ლადო კახაძე: შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამ გააფუჭა

  • 22 მაისი 15:44

„შალვაზე, როგორც პიროვნებაზე, ვერასდროს ძვირს ვერ ვიტყვი, თუმცა ეს მისი არჩევანია“, – განაცხადა „ტვ პირველის“ დღის ამბებში „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, სადაც ერთი ნაციონალი იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები, შენც ნაციონალი ხარ.


„ლანძღვა არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ის არ შეცვლილა, მე ვამაყობ, იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ. მოკალით ადამიანები“, „ესროლეთ“, „ტყვია არ დაიშუროთ“ - ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს, სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს, სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი, არ მოვაწერ არასდროს“, - აცხადებს ლადო კახაძე.