საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

  • primetime.ge
  • 22 მაისი 15:40

1-ლი და 14 მაისი შესაძლოა, უქმე დღეებად გამოცხადდეს. შესაბამისი ინიციატივები დეპუტატებს - ბექა ნაცვლიშვილს და ნუკრი ქანთარიას ეკუთვნით.

კანონმდებლის აზრით, პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ამიტომ ის დასვენების დღე უნდა იყოს.


ამასთან, პარლამენტმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივა უნდა განიხილოს, რომლის თანახმად 14 მაისს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს. ქანთარია ითხოვს, რომ 14 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.


შეგახსენებთ, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. 12 მაისი აქამდეც უქმე იყო, თუმცა მანამდე ამ დღეს მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება აღინიშნებოდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე დასვენების დღედ მაინც გამოაცხადა.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge