მიხეილ ცაგარელის 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 22 მაისი 10:53

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის.

მზე აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც ხასიათის სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.


ნუ აჰყვებით შიშებს და ეჭვებს, თავშეკავება გამოიჩინეთ საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას და მეტი დრო დაუთმეთ პირად ურთიერთობებს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საკანცელარიო ნივთების და საათის შესაძენად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება და ხელმძღვანელებთან საქმის გარჩევა, რადგან ნებისმიერი კამათი მხოლოდ კონფლიქტს და დაძაბულობას გამოიწვევს. ნაკლებად იღბლიანი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის.


ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისგან, თუმცა კარგი დღეა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ და მავნე ჩვევების დასამარცხებლად. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტი, მიირთვით ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ სახსრებს და ხერხემალს.


დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე და ყვითელი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი და აგატი, მალაქიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.


სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატების მაუწყებელი იქნება.


ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და მორიელისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge