სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ

  • ქრონიკა
  • 21 მაისი 21:01

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს.

მეუღლეები სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათ სახლთან მივიდა, მათ მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.


 

წყარო: ქრონიკა