„როგორიც შეიძლება იყოს შვილი დედისთვის, თომაც ისეთია“ - ნუცა კუხიანიძესთან სიახლეა

  • primetime.ge
  • 21 მაისი 16:05

ნუცა კუხიანიძე 10 მარტს პატარა თომას დედა გახდა.

მსახიობის შვილის მამა ბაჩო ჩალაძეა, დიჯეი. ბაჩო ასევე დიჯეის, თომა ჩალაძის ძმაა. პატარას სწორედ ბიძის სახელი დაარქვეს. ნუცა შვილზე და თავის პირადზე საუბარს, ჯერჯერობით, თავს არიდებს. სამაგიეროდ, „პრაიმტაიმს“ თავის ბოლო ნამუშევარზე ესაუბრა.


ნუცა კუხიანიძე: - ფილმში, რომელიც ამერიკელმა რეჟისორმა ორი წლის წინ თბილისში გადაიღო, ეპიზოდურ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ფილმში მოქმედება მოხეტიალე ცირკში, შაპიტოში ვითარდება. გადაღებები საქართველოს გარდა, ჰოლანდიაშიც მიმდინარეობდა. რეჟისორი ენტონი ლუჩეროა. ძალზედ შთამბეჭადავი იყო გადაღებები. მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის. ხომ იცით, მომავალი იმით იზომება, შენი წინა პროექტი როგორი წარმატებული იყო. ბევრი მსახიობი ჰყავდათ ჩამოყვანილი, ქართველი პროფესიონალი „ცირკაჩებიც“ გადაიღეს. დიდ ხანს იღებდა და პოსტ ფროდაქშენიც დიდ ხანს გაგრძელდა. მე როგორც ვიცი, ენტონი ფესტივალზეც აპირებს ფილმის წაღებას. ფილმის სამუშაო სახელია „კლოუნი“. ველოდები ფილმის გამოსვლას. უფრო ვრცლად მერე გესაუბრებით.


- ნუცა, ფილმის გამოსვლამდე პატარა თომაზე გვითხარით რამე, როგორი ბავშვია?


- როგორიც შეიძლება იყოს შვილი დედისთვის, თომაც ისეთია. არ მინდა პატარაზე ასე ცალკე საუბარი. მადლობა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge