"დაუნახაობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელიც აბრმავებს ადამიანს და საბოლოოდ ართმევს მადლიერების გრძნობას"

  • 21 მაისი 15:53

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს წერს. 

"ნუ გაუბრაზდები იმას, ვინც ვერ გაგიფრთხილდა, ვისაც ეგონა, რომ შენი თავი დაიმსახურა და საბოლოოდ უმადური და დაუნახავი აღმოჩნდა... იმაზე მეტად ვერ დასჯი, ვიდრე შენი დაკარგვით დაისაჯა... გული არ გეტკინოს იმაზე, ვინც ვერ გაიგო შენი ფასი და ჩათვალა, რომ უკეთესის ღირსი იყო... პირიქით, შენ არაფერი დაგიკარგავს... ამ მდგომარეობით ერთით ნაკლები ჭირვეული ადამიანი მოიშორე... ისიც ჭკუას ისწავლის და მიხვდება, რა პატივში იყო და შენც არანაკლებ ისწავლი ჭკუას, მომავალში ზედმეტად არ გადაყვე არავის... გასაგებია, რომ მადლობისთვის არაფერს აკეთებ, მაგრამ დაუნახაობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელიც აბრმავებს ადამიანს და საბოლოოდ ართმევს მადლიერების გრძნობას... რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ვერ დააფასე ის, რაც გქონდა და დაუნახავობის გამო წაგერთვა... ის კი არ არის მთავარი, რამდენი მოგეცა, მთავარია რაც მოგეცა იმას როგორ გაუფრთხილდი... სიკეთის კეთებასაც ნიჭი უნდა... ყოველთვის კი არ უნდა გადაყვე იმას, ვინც თვლის, რომ მეტის ღირსი იყო... არ გაგიკვირდეს, ვისაც პური გაუწოდე, პირველ ქვას სწორედ ის გამოგიქანებს... ასეთი ქცევა გაქვავებული გულის ბრალია... ყველაზე მძიმე სასჯელი სულიერი სიბრმავეა... ისინი ვერასდროს ხედავენ მზეს", - წერს პეტრე კოლხი.