8 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჭირდება ყველას სარკასტული მეგობარი

  • trend.ge
  • 21 მაისი 15:42

ჩვენ გარშემო ყველაზე მხიარული, საუკეთესო ადამიანები თავიანთი აზრების გამოსახატად ხშირ შემთხვევაში სარკაზმს იყენებენ და თავიანთ შესანიშნავ იუმორს გვიჩვენებენ.

თუ მეგობარი თქვენ შესახებ სარკაზმით საუბრობს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არ მოსწონხართ. თავისი სარკასტული კომენტარებით ის ცუდზე მიგითითებთ. გაგრძნობინებთ რომ შეცდომას უშვებთ, მაგრამ ამას ისე აკეთებს, რომ ღიმილს გგვრით.


ვნახოთ 8 მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ყველას გვერდით სარკაზმით სავსე მეგობარი.


1. ის არ გესაუბრებათ ტკბილი სიტყვებით - სარკასტული ადამიანები რეალისტები არიან და ცდილობენ ყველაფერი ისე გაჩვენონ, როგორც სინამდვილეშია. ისინი არ უშინდებიან, სახეში შემოგხედონ და ყველაზე მწარე სიმართლე გითხრან. მხოლოდ მათგან ელოდეთ სიმართლის თქმას. გვენდეთ, გამოგონილ ბედნიერ ცხოვრებას სჯობს, მწარე რეალობას თვალი გაუსწოროთ, პრობლემები აღიქვათ და მოაგვაროთ.


2. მათ არ სჩვევიათ წყობიდან გამოსვლა - სარკასტული მეგობრისგან ელოდეთ იმას, რასაც იმსახურებთ, ის გაგაკრიტიკებთ, შესაძლოა, რთულად მოსასმენი სიტყვები გითხრათ, მაგრამ ამას მშვიდად გააკეთებს, აუღელვებლად.


3. ის დაგანახებთ რეალურ ცხოვრებას, გაჩვენებთ, თუ რა ხდება თქვენი თვალსაწიერის მიღმა - ის გაგიყვანთ კომფორტის ზონიდან და რეალურ ცხოვრებას გიჩვენებთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ, ვისაც კომფორტის ზონის დატოვება შეუძლია.


4. ისინი არ არიან პირფერები - სარკასტული ადამიანები არ იჭორავებენ თქვენ შესახებ ზურგს უკან. ისინი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. თუ რამე არ მოსწონთ, ამას პირდაპირ გეტყვიან და არც სხვებს მისცემენ თქვენი გაჭორვის უფლებას.


5. მათ გვერდით ყოფნა საინტერესო თავგადასავალია - სარკასტული ადამიანების გვერდით, როგორც წესი, ცხოვრება უფრო საინტერესოა. ისინი ეძებენ ახალ გამოწვევებსა და თავგადასავლებს. საოცრად მხიარულები არიან და თავიანთ პოზიტიურ განწყობას თქვენც გადმოგდებენ.


6. ისინი არ ირგებენ არანაირ ნიღბებს - სარკასტულ ადამიანებს არ სჩვევიათ თვალთმაქცობა. ყველას თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ. ისინი არ მანუპილირებენ გარშემომყოფებით.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge